რა საფასო მოდელებზე უნდა გააკეთო აქცენტი ონლაინ რეკლამის დროს ?

როდესაც საქმე ეხება ციფრული მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, უმნიშვნელოვანესია სწორად შევარჩიოთ ის საფასო/საგადახდო მოდელი,(Pricing model) რომელიც აბსოლუტურად რელევანტური იქნება ჩვენი მარკეტინგული და ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

CPC – Cost Per Click | თითო კლიკის ღირებულება

როცა რეკლამა მიზნად ისახავს მომხმარებლის ნაკადი (traffic) მიმართოს ვებ-გვერდზე, ასეთ შემთხვევაში, თითო კლიკის ფასი სწორედ ის  საზომი ერთეულია, რაზეც ყურადღება მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ. რეალურად CPC-ის კონტროლი საშუალებას გვაძლევს:

  • ვაკონტროლოთ რეკლამის ხარჯი
  • ზემოქმედება მოვახდინოთ CTR-ზე

CPA – Cost per acquisition

ეს არის ონლაინ რეკლამის ერთ-ერთი საფასო მოდელი (pricing model),სადაც თანხის გადახდა ხდება წინასწარ განსაზღვრული ქმედების სანაცვლოდ, მაგალითად, თუ ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ღირებული ქმედებაა ჯავშანის გაკეთება (booking), პროდუქტის მყიდველის კალათაში დამატება (Add to Cart), სარეგისტრაციო ფორმის შევსება (Lead Generation), პროდუქტის შეძენა, ან რომელიმე ნებისმიერი განხორციელებული ქმედება, CPA საფასო მოდელი გვეხმარება თანხა გადავიხადოთ ზუსტად ამ ტიპის კონკრეტულ ქმედებებში.

CPM – Cost Per Mile |რეკლამის ათასჯერ ჩვენების ღირებულება

CPM განსხვავებით CPC-სგან ითვლის არა თითო კლიკის ღირებულებას, არამედ 1000-ჯერ რეკლამის ჩვენების ღირებულენას, ანუ კონცენტრირება ხდება 1000 impression-ზე (რამდენჯერ გამოჩნდა რეკლამა) და არა თითოეულ ქმედებაზე.

CPV – Cost Per View | ვიდეო რეკლამის ერთი ნახვის ღირებულება

ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რელევანტური ფორმა გახლავთ ვიდეო რეკლამის განხორციელება. ამ მიმართულებით კი ვიდეო რეკლამის ერთი ნახვის ღიებულება მთავარი საზომი ერთეულია, თუმცა მნიშვნელოვანია თუ რა ითვლება ვიდეოს ნახვად. ვიდეოს ნახვა სხვადასხვა პლატფორმის მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს:

  • 3  წამი ვიდეოს უწყვეტად  ნახვა
  • 6  წამი ვიდეოს უწყვეტად  ნახვა
  • 10 წამი ვიდეოს უწყვეტად  ნახვა
  • 15 წამი ვიდეოს უწყვეტად  ნახვა
  • 45 წამი ვიდეო  უწყვეტად   ნახვა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გააჩნია რეკლამა სად განთავსდება და რა გადახდის პირობა(Charging method) იქნება არჩეული.

CPE – Cost Per Engagement |თითო ინგეიჯმენთის ღირებულება

CPE- ითვლის თუ რა გვიჯდება თითოეული ინგეიჯმენთის ინტერაქცია, იქნება ეს ლაიქი, შეარი, კომენტარი, თუ რეაქციის გამოხატვა(haha, wow, angry, sad, love etc.)

CPL – Cost per lead | თითო ლიდის მოპოვების ფასი

ლიდი არის ნებისმიერი პროდუქტით დაინტერესებული მომხმარებელი, ინტერესი გამოიხატება საკონტაქტო ინფორმაციის, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, იმეილის გაზიარებით, CPL კი ზუსტად ის საფასო მოდელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ფული გადავიხადოთ მოპოვებულ ლიდში, ანუ როცა სარეგისტრაციო ფორმა შეივსება და გადმოგვეგზავნება ჩვენ.

CPI – Cost per install | თითო ინსტალაციის ფასი

იმ შემთხვევაში, თუ ვცდილობთ აპლიკაციის პრომოუშენს და ინსტალაციის მიზნით ვანხორცელებთ სარეკლამო კამპანიას, ამ შემთხვევაში CPI ზუსტად გვიჩვენებს თუ რა გვიჯდება ერთი ინსტალაცია და რამდენად ხელსაყრელია ეს ფასი ჩვენი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/digihowg/public_html/wp-content/themes/digihow/single.php on line 36
მსგავსი სტატიები