SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

რატომ არის აუცილებელი სეო ? ამ კითვაზე თუ პასუხი არ გაქვს ამ ყველაფერს ტყუილად ნუ წაიკითხავ :დ  აქ წარმოდგენილი იქნება კურსი, რომელიც გაჩვენებთ თუ როგორ კეთდება სეო 0-დან 100-მდე,ნუ კარგი შეიძლება ასამდე ვერა,მაგრამ რაღაც კომპონენტებში ეგეც შეიძლება.

SEO ანუ search engine optimization სხვა არაფერია თუ არა თქვენი ვების და მისი გვერდების საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,იმისათვის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს იუზერს, საძიებო სისტემას ჭირდება ესმოდეს რა ხდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ქონთენთია განთავსებული, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები, თუ ნებისმიერ რამ.

ძირითადად სეო სამ ნაწილად იყოფა:

  • On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე
  • Technical SEO ანუ საიტის ტექნიკური გამართულობა
  • Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ

On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

Technical SEO ანუ საიტის ტექნიკური გამართულობა გულისხმობს შემდეგ კომპონენტებს:

  • Duplicate content  გაორმაგებული ქონეთენთი
  • Broken links ლინკები რომლებიც არ მუშაობენ
  • Orphan Pages გვერდები რომლებზედაც პირდაპირ ვერ მოვხვდებით
  • Meta description length მეტა აღწერის სიგრძე
  • Website page load speed ვებ-გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე
  • Website Sitemap or site’s XML sitemap ვებსაიტის რუკა
  • HTTPS( Hypertext Transfer Protocol Secure) status codes HTTPS სტატუს კოდები
  • Crawling errors ქროლინგის დროს დაფიქსირებული ერორები
  • robots.txt file  for Craweler რობოტ ტექსტის ფაილი ქროლერისთვის

Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • Follow/No-follow Links and link building – ლინკები და ლინკბილდინგი
  • Anchor text types- დაკლიკებადი ტექსტების ტიპები
  • Backlinking strategies – ბექლიკების სტრატეგიები

ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე(on page seo) ეს არის ის ძირითადი მიმნიშნებლები,რაც საძიებოს სისტემას ატყობინებს ფეიჯის და ფეიჯზე განთავსებული ნებისმიერი სახის ქონთენთის შესახებ.

ვებ ქონთენთი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ნებისმიერი სახის ტექსტური,ვიზუალური თუ ჟღერადი სახის მასალას,რომელთანაც მომხმარებელი უშუალო კავშირს ამყარებს, აჭერს ფოტოს, აჭერს ლინკს,სქროლავს გვერდს ენდ სოუ ონ.

ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ(off page seo) განსაზღვრავს თუ რომელ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეთ საძიებო სისტემის გვერდზე, ეს კი მეტწილად განსაზღვრავს იმ ფაქტს, თუ რამდენად უფრო ხშირად გახსნიან მომხმარებლები თქვენ გვერდს, ვიდრე თქვენი კონკურენტების გვერდებს.

შედეგად, როდესაც პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაზეა საუბარი, რეიტინგს საძიებო სისტემის გვერდზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი კონკურენცია ონლაინში, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ,ონლაინ სივრცეში არ არსებობს არხი ,რომელიც რეალურად პროდუქტის ან სერვისის ყიდვით დაინტერესებულ მომხარებელთან ასე ახლოს მიგიყვანთ.

წარმოიდგინეთ საძიებო სიტყვა -„ სად ვიყიდო წითელი ველოსიპედი ?“ ანუ მომხმარებელი  პირდაპირ ეძებს ადგილს ან გზას იმისათვის, თუ როგორ იყიდოს ველოსიპედი,თანაც წითელი.ამ დროს შენ გაქვს ვებსაიტი, სადაც ყიდი ველოსიპედებს და მათ შორის წითელსაც და შენ ამ იუზერს ხვდები საძიებო სისტემის პირველივე გვერზე, პირველ ადგილზე, დააჭერს უეჭველი ლინკს და ნახავს შენ წითელ ველოსიპედს აბა რა იქნება, ნუ მამენტ ფსიქოპატი თუ არაა დუაით შრუტივით.

საძიებო სისტემის პირველ ადგილზე ყოფნა სეოს უამრავ ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია საძიებო სისტემის რეკლამაზეც,რადგან შენ შეიძლება 100 %იანი სქორები დადო სეოზე და ვიღაცამ უბრალოდ მარტივად, რეკლამის გზით თავი პირველ ადგილზე ამოყოს SEO-ს გვერდით ავლით :დ

მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ურჩევნია სტაბილური ტრაფიკი მიიღოს საძიებოს სისტემიდან და თანაც უფასოდ ვურჩევ სეოს !

მსგავსი სტატიის წასაკითხათ მიჰყევი ბმულს  SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – თავი პირველი

მსგავსი სტატიები