წარმატებული Facebook კამპანიის სარეკლამო სტუქტურა

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე წარმატებას მიაღწიოთ,სხვა უამრავ კომპონენტთან ერთად აუცილებლად დაგჭირდებათ სარეკლამო კამპანიის სწორი ტაქტიკა. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ კამპანიების სტრუქტურაზე,რადგან სწორი სრუქტურით,თეორიულად უფრო მეტია შანსი, რომ თქვენთვის სასურველი Cost per result-ი უფრო დაბალ ფასად მიიღოთ, შედეგად მცირე ბიუჯეტით უფრო რეზონანსული იყოთ.

როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერი კამპანია სულ სამი ნაწილისგან შედგება:

  1. Campaign
  2. Ad Set
  3. Ad Creative

კამპანიის დონეზე შესაძლებლობა გაქვს აირჩიო კამპანიის მიზნობრიობა, კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზირება და სხვა.

Ad Set-ის დონეზე ძირითადად ვახორციელებთ აუდიტორიის და ბიუჯეტის განსაზღვრას,ხოლო Ad Creative-ში ვტვირთავთ რეკლამის ვიზუალს.თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი კამპანიის წარმატებისთვის იმას, თუ რამდენი ედ სეტი გექნებათ კამპანიაში ან რამდენ სხვადსხვა ვიზუალს გამოცდით რეკლამის მიმდინარეობისას.

ინტერნეტში ზღვა მასალა მოიპოვება სარეკლამო კამპანიების სტრუქტურასთან დაკავშირებით და რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ სხვადასხვა ვიზუალით,ქოფით და დიზაინით ჩაშვებული კამპანიის წარმატების შანსი ბევრად დიდია.

ყურადღება გაამახვილეთ ინტერესების რაოდენობაზე Ad Set-ში, რადგან აუდიტორიის ათვისების მხრივ ამას დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს.

ერთ Ad Set-ში ერთი ინტერესი

მაგალითად, თუ ყიდი სამზარეულოს ავეჯს და გინდა რომ სხვადასხვა ინტერესების მქონდე აუდიტორები დატესტო,გირჩევთ, რომ პირობითად ერთი ინტერესი – kitchen განათავსოთ ედ სეტში,

ხოლო დამატებითი შესაძლო რელევანტური სხვა ინტერესი,  რომლის გატესტვაც გინდათ განათავსოთ მეორე ედ სეტში, მაგალითად,პირობითად,მაგალითისთვის ავიღოთ furniture

ამ შემთხვევაში ეს ქეისი უბრალოდ მაგალითია და ინტერესების შინაარსზე მეტად სტრუქტურაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

FB სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა

რაც შეეხება უშუალოდ კამპანიის სტრუქტურას,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კამპანიაში სხვადასხვა ედსეტების გამოყენება სხვადასხვა სარეკლამო ვიზუალებით მხოლოდ თუ წაადგება თქვენს მარკეტინგულ კამპანიას. ჩვენი გამოცდილებით გირჩევთ კამპანიაში შეიყვანოთ 3-5 ედ სეტი და თითო ედ სეთში გააკეთოთ 2-4 სხვასხვა დიზაინის ვიზუალი,განსხვავებული ქოფებით და განსხვავებული Call To action-ებით(მოწოდება).

ამ ტიპის სტრუქტურა კარგ შესაძლებლობას გაძლევთ გატესტოთ სხვადასხვა აუდიტორიები და დააკვირეთ ამ აუდიტორიების გამოხმაურების ხარისხს თქვენივე მარკეტინგული კამპანიების მიზნობრიობიდან გამომდინარე.

არ გირჩევთ გატესტოთ ბევრი სხვადასხვა ინტერესების ერთ ედ სეტში შეყრა,მინიმუმ იმიტომ რომ, ვერ გაერკვევით თუ რომელი ინტერესის მქონე აუდიტორიას მოაქვს თქვენთვის უკეთესი შედეგები.

Ad Creative – სარეკლამო ვიზუალები

თითო ედსეტში ინტერესებისგან განსხვავებით აუცილებლად უნდა შეიტანოთ რამდენიმე ვარიანტი თქვენი რეკლამისა,განსხვავება შეიძლება იყოს:

  • რეკლამის დიზაინში
  • სარეკლამო მოწოდებაში(CTA)
  • აღწერაში(ქოფი)

რამდენიმე რეკლამის ერთმანეთთან დაპირისპირება თქვენ საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თუ რომელი მოწოდება, ვიზუალი ან რეკლამის აღწერა მუშაობს იმ კონკრეტულ აუდიტორიაზე,რასაც ედ სეტის დონეზე ვათარგეთებთ.

აუცილებლად შეაჯიბრე 2 ან 3 განსხვავებული ვიზუალის რეკლამა ერთმანეთს

Audience overlap აუდიტორეიბის გადაფარვა

გაითვალისწინეთ ედ სეტებში ინტერესების გადანაწილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აუდიტორიების ე.წ. OverLap-ს(გადაფარვა), ამიტომ გირჩევთ აუცილებლად შეამოწმოთ აუდიტორიები,რათა თავიდან აიცილოთ რეკლამის მაღალი ღირებულება. Audience overlap-ი ეს არის შემთხვევა, როცა ორი სხვადასხვა ინტერესის მქონდე აუდიტორიაში შედის დიდი რაოდენობით ერთი და იგივე იუზერი და გამოდის, რომ თქვენი რეკლამები ერთმანეთის კონკურენტები არიან, რაც დანამდვილებით ვიცით რომ არასასურველი მოვლენაა.

 

 

 

მსგავსი სტატიები